7-9 მარტს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენაში
"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველომ ამ გზავნილით 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის წელს ITB Berlin-ზე მასპინძლის როლი მოირგო.
7-9 მარტს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 გაიმართა, რომელსაც 200 ათასამდე სტუმარი დაესწრო. გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
6 მარტს, გამოფენა გრანდიოზული გალა კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე, სპეციალური დაგეგმილი მიმართულების - „უსაზღვრო ქართული კულტურა“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. გალა კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრები, ასევე, გაეცნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
7 მარტს, ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რამაც ქართული კულტურის, ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.
3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, ღვინის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა