7 ოქტომბერი ქუთაისში ,,ღვინის დღეები“ გაიმართება
7 ოქტომბერი ქუთაისი ,,ღვინის დღეებს“ უმასპინძლებს. ღონისძიება ცისფერყანწელების ქუჩაზე მოეწობა.
ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.
საფესტივალო პროგრამა ასეთია:
14:00–21:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00–21:00 კვების სივრცე
14:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
15:00–18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება, ყურძნის დაწურვა საწნახელში.
15:00–18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: თიხით ძერწვა, ღვინის ჭიქებისა და ბოთლების მოხატვა.
15:00–19:00 DJ • 15:30–16:00 ქართული ხალხური საკრავების წარმოდგენა.
16:00–17:00 ღვინის კონკურსი. • 17:00–17:30 კინტოების წარმოდგენა.
17:30–18:30 სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის სესიები ადგილობრივ ღვინოზე.
19:00–21:00 კონცერტი: ანსამბლი “ჰერიო“; „სალიო”.
ავტორი: ნიუპრესი