7 წლის ქუთაისელი ლილე სვანაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
ლილე სვანაძემ 7 წლამდე ასაკის გოგონათა ჩემპიონატზე ერთი ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული! - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
ლილეს აქტივში 8-დან 8 გამარჯვებაა!
ნორჩი მოჭადრაკე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე გახლავთ!
რაც შეეხება ანასტასია კირთაძეს, მან მე-14-დ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული თანატოლებს შორის!!!
ქუთაისელი ჩემპიონი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, შვიდ შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთ პარტიაში დაუზავდა მეტოქეს!
ანასტასიას, მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
ავტორი: ნიუპრესი