ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართავს, სადაც ქალაქში, გამსახურდიას ქუჩა #36-ში მდებარე ყოფილი #27-ე საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობის გადმოცემას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას წლების მანძილზე გამოთქვამენ.
ქალაქის საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, თუმცა რა ფუნქცია მიენიჭებას მას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
მერია ყოფილი საჯარო სკოლის შენობის ქალაქისათვის გადაცემას ითხოვს
4 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 30
ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნას უგზავნის.
თეგები: ეკონომიკის სამინისტრო • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები