ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ტორპედომ“ თურქეთში ორკვირიანი შეკრება დაასრულა

12 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 25

„ტორპედომ“ თურქეთში ორკვირიანი შეკრება დაასრულა

გიორგი დარასელია „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეკრებას ხვალ გამართავს.

საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირა კურორტ ბელეკიდან 11-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში 35-კაცი იყო. კლუბმა თურქეთში ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ქუთაისურმა კლუბმა ოთხი თამაშიდან ერთი მოიგო, ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

გიორგი დარასელია ფეხბურთელებს „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ხვალ შეკრებს და ახლანდელი სეზონის განახლებისთვის მზადებას გააგრძელებს.

თეგები: გიორგი დარასელიათურქეთიტორპედო