ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალაქის მერის დახმარება ქუთაისის დღის ცენტრებს

13 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 20

ქალაქის მერის დახმარება ქუთაისის დღის ცენტრებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქუთაისის მერმა დახმარება გაუწია.

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღის ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ელექტრო ღუმელები მიუტანა. აღნიშნული დახმარება მურღულიამ ბენეფიციართა მოთხოვნის საფუძველზე გაწია. ქუთაისის მერის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადგილობრივი მთავრობის მთავარი საზრუნავია. პარალელურად ქუთაისის კიდევ სამ დღის ცენტრს რამდენიმე დღის წინ მაცივარი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა გადაეცათ,-აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: დღის ცენტრებიქუთაისის მერიაშოთა მუღულია