ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბაგა-ბაღებში კვება სამჯერადი გახდა

20 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23

ქუთაისის ბაგა-ბაღებში კვება სამჯერადი გახდა

2015 წელს ქუთაისის ბაღებში მიშენებები და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ააიპ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთან ერთად, რამდენიმე ბაღში მივიდა, საუზმის მომზადების პროცესს დაესწრო. ქალაქის მერის გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ბაღებში კვება სამჯერადი გახდა, სადილს და სამხარს საუზმე დაემატა. ბაგა-ბაღებში წელს მეორე ცვლის პედაგოგებიც მიიღეს. ,,წელს ბაღებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. დავათვალიერეთ საუზმის მომზადების პროცესი, გავეცანით რამდენად კმაყოფილია პედაგოგი და მშობელი სიახლეებით. მოხარული ვარ, რომ ცვლილება დადებითად არის აღქმული. წელს ბაღებში მიშენებები და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება“, -აღნიშნა შოთა მურღულიამ. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: ბავშვებიქუთაისის მერიაშოთა მუღულია