ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გადაცემა “აქცენტი”: “გადაწერილი ბიუჯეტი” ქუთაისში და კაბინეტებში “გაკეთებული პოლიტიკა”[Video]

19 დეკემბერი, 2013 • თეა ზიბზიბაძე, თეკლა მორგოშია, ანა ჯანაშია • 21

გადაცემა “აქცენტი”: “გადაწერილი ბიუჯეტი” ქუთაისში და კაბინეტებში “გაკეთებული პოლიტიკა”[Video]

“ასეთი თავხედობა “ნაციონალების” დროსაც არ ყოფილა”

დაწუნებული ქუთაისის ბიუჯეტი და ბრალდებები ქალაქის საკრებულოში, რომელიც ბოლო დღეებია 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუთაისში აქტიურად ისმის.

ჯერ კიდე უმრავლესობაში მყოფი “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმართ ქუთაისის ყოფილი მერების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.

თუმცა, ბიუჯეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ბრალდებები ისმის საკრებულოს გარეთაც.

არამიზნობრივი ხარჯვა და პრიორიტეტების გარეშე დარჩენილი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, შენიშვნები და რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლებას – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ქალაქში არსებულ სხვა პრობლემურ თემებთან ერთად პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაცია თითქმის ყოველდღე აჟღერებს.

რა არის მათი აქტიურობის მიზანი? რა არ მოსწონდათ და რა არ მოსწონთ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ქუთაისში “დაწუნებულნი” – ვის, რას და რატომ იწუნებენ ქალაქში? – ნახეთ newpress-ის ყოველკვირეულ გადაცემაში “აქცენტი”, newpress.ge-ზე.

სტუმარი – “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია

თეგები: გადაცემა აქცენტიგადაცემა აქცენტი [Video]გოგი წულაიაქუთაისი