ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის 41-ე სკოლაში აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა

3 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 21

ქუთაისის 41-ე სკოლაში აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა

აგლაია აბზიანიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ქუთაისის 41-ე სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა. გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი დაესწრო. კაბინეტის გახსნა დღევანდელ დღეს სპეციალურად დაამთხვიეს, რადგან დღეს აგლაია აბზიანიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. “ქალბატონი აგლაია ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, ის ჩვენს სკოლაში გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. გავხსენით მათემატიკის კაბინეტი, რომელიც მისი სახელობისაა”,- განაცხადა 41-ე სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა.

აგლაია აბზიანიძე ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელის დედა იყო, ის მათემატიკის დარგში 56 წელი მოღვაწეობდა.

თეგები: #41 სკოლააგლაია აბზიანიძევაჟა ჟუღელიმერია