“ახალგაზრდული ბანაკი 2015”-ის მონაწილეები ბაკურიანში უკვე გაემგზავრნენ. 53 ახლაგაზრდა თანატოლ-განმანათლებლებთან ერთად ბაკურიანში სტრენინგ-სემინარებს გაივლიან თემაზე: სოციალური მედია და ბლოგინგი, ფოტოხელოვნება, ბრენდინგი და გრაფიკული დიზაინი, გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა. “ბავშვები მიემგზავრებიან დაბა ბაკურიანში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგებს. განახორცილებენ სხვადსახვა პროექტებს. პირველ ეტაპზე, ბანაკის მონაწილეები შევარჩიეთ სივების საშუალებით, შემდეგ გასაუბრებით. ესენი არიან აქტიური, მონდომებული და მოტივირებული ახალგაზრდები”,- განაცხადა ქუთაისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდულს საქმეთა განყოფილების უფროსმა თამარ ნიკოლეიშვილმა. 53 ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში 11 მარტამდე დარჩება.

ბაკურიანში 53 ახალგაზრდა გაემგზავრა
6 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 31
“ახალგაზრდული ბანაკი 2015”-ის მონაწილეები ბანაკში ტრენინგ-სემინარებს გაივლიან.
თეგები: ბაკურიანი • ბანაკი • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები