ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: როგორია ქუთაისელთა შეფასება საახალწლოდ მორთულ ქალაქზე?

22 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 19

newpress გამოკითხვა: როგორია ქუთაისელთა შეფასება საახალწლოდ მორთულ ქალაქზე?

ადგილობრივების თქმით, ქუთაისში მოკრძალებული ახალი წელია.

newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 100 ადამიანიდან, მოსწონს ქალაქის საახალწლო მორთულობა არცერთს არ მოსწონს. ადგილობრივების თქმით, საზეიმო განწყობისთვის საკმარისი არ არის ორი ნაძვის ხე და მხოლოდ ქალაქის ცენტრის მორთვა, ისიც ძველი გირლიანდებით. “ჩვენი ნაძვის ხე უბრალოა. არ იგრძნობა რომ ახალი წელია”, – ასეთია ქუთაისელების შეფასებები ქალაქის საახალწლო მორთულობაზე.
ქუთაისში სულ ორი ნაძვის ხე არის მოწყობილი – რეაბილიტებულ უბანსა და ქალაქის ცენტრში, მესხიშვილის თეატრთან. ოპერის თეატრის წინ დადგმული მესამე ნაძვის ხე კი, მოულოდნელად, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას მოთხოვნით, აიღეს. ქალაქის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად 95 100 ლარი გამოჰყო.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტისაახალწლო მორთულობაქუთაისი