დიზაინერებმა მაღალტექნოლოგიური სვიტერი შექმნეს, რომლის საყელოც თქვენი განწყობის შესაბამისად, ფერს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის. სვიტერი სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია Sensoree-ში შეიქმნა. საყელოს ფერი მაშინ იცვლება, როდესაც სპეციალური სენსორები აფიქსირებენ, რომ მომხმარებლის გუნება-განწყობილება შეიცვალა. მაგალითად, მწვანე ფერი მიუთითებს, რომ მშვიდად ხართ, იისფერი – აღელდით, წითელი აჩვენებს, რომ ნერვიულობთ, ან ის ადამიანი დაინახეთ, რომელიც გიყვართ, ყვითელი – აღტაცებული ხართ. სვიტერის შეძენის უამრავი მსურველი გამოჩნდა, თუმცა ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, უცნობია მისი ღირებულებაც.
წყარო: ambebi.ge
სვიტერი, რომლის საყელოს ფერიც თქვენი განწყობის შესაბამისად იცვლება
24 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 15
ფერს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის.
თეგები: განწყობა • დიზაინერები • საზოგადოება • სვიტერი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები