ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ “Newpress.ge” -თან საუბარში განაცხადა, რომ თვითმმართველობა მედიკამენტოზური დახმარების გაუქმებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია. “სამედიცინო სფეროში რევოლუციის მოხდენა სურთ და მედიკამენტური დახმარების გაუქმებას კი აპირებენ. სოციალურად დაუცველ ხალხს დახმარება შეუწყვიტონ, არ მესმის. ალბათ, თავს იიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად არის”,- აცხადებს ბესიკ ბრეგაძე. აღნიშნულ ბრალდებას საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე პასუხობს. როგორც მან “Newpress.ge”-ს განუცხადა, მედიკამენტოზური დახმარება არ უქმდება, თუმცა მიმართვანობა ძალიან მაღალია და მომსახურების რეგულირება უნდა მოხდეს. “მომსახურება არ უქმდება. მთხოვნელი ძალიან ბევრია, ამას ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, ამიტომ პერიოდულად მოხდება შეჩერება, ან რაოდენობის მოკლება. თანხა არ მცირდება, შეიძლება კიდევ დაემატოს წლის მეორე ნახევარში”,- განუცხადა “Newpress.ge”-ს თეიმურაზ ნადირაძემ. მედიკამენტოზური დახმარების პროგრამისთვის დაახლოებით 260 ათასი ლარია გამოყოფილი.
ბესიკ ბრეგაძე:”თვითმმართველობა მედიკამენტოზური დახმარების გაუქმებას აპირებს”
14 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 30
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”დეპუტატი აცხადებს.
თეგები: ბესიკ ბრეგაძე • მედიკამენტები • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები