სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღში სარკოცისტოზი გამოავლინა

18 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 31

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღში სარკოცისტოზი გამოავლინა

მონიტორინგი თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი(სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია „ფუდსერვისი“.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან „ფუდსერვისის“ მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

თეგები: „ფუდსერვისი“პარაზიტისეს