ქუთაისში გზების ორმოულების შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა დაათვალიერეს. გზის ორმოულის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,დაგი+“ ახორციელებს. ქალაქის ცენტრალური ქუჩების ორმოულების შეკეთება წლის ბოლომდე გაგრძელდება. ,,ინტენსიურად მიმდინარეობს გზის, როგორც კაპიტალური, ისე ორმოულის შეკეთება. როცა გზას ექსპლუატაციის ვადა აქვს დარჩენილი და მასზე ორმო ჩნდება, ჩვენ ვალდებული ვართ კაპიტალირ შეკეთებამდე ასფალტი შევინარჩუნოთ, რადგან ავტომანქანებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ“,-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ქუთაისის ცენტრალური ქუჩების შეკეთება წლის ბოლომდე გაგრძელდება
24 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 24
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
თეგები: გზების შეკეთება • ქუთაისის მერია • შოტა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები