ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“შოთა ნეპოტიზმის მეფე”-ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე

25 მარტი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 25

“შოთა ნეპოტიზმის მეფე”-ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ინციდენტით დაიწყო.

“შოთა ნეპოტიზმის მეფე”, “ნუ დაალპობ ქალაქ მუზეუმს”,- ამ სლოგანებით “თავისუფალი ზონის” ჟურნალისტი ნიკა ნარსია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა, რასაც საკრებულოს წევრთა უკმაყოფილება მოყვა. დეპუტატებმა ჟურნალისტს დარბაზის დატოვებისაკენ მოუწოდეს, განსხვავებით ქალაქის მერისა, რომელმაც მას დარჩენის ნება დართო. მურღულიამ აღნიშნა, რომ პლაკატებზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია უკლებას კალიგრაფია ეცნო. მერის ამ განცხადებას უკლებას უკმაყოფილება მოჰყვა. მან შოთა მურღულია უპასუხისმგებლო განცხადებაში დაადანააულა და მას რამდენიმე კვირაში მთავრობის გადაყენებით დაემუქრა.

თეგები: თავისუფალი ზონაქუთაისის მერიაშოთა მურღულია