ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიჩარდ ნორლანდი: “ჩვენ შესანიშნავ ქალაქში ვიმყოფებით”

19 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 29

რიჩარდ ნორლანდი: “ჩვენ შესანიშნავ ქალაქში ვიმყოფებით”

აშშ-ს ელჩი საბავშვო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის იუბილეს დაესწრო.

ქუთაისში, საბავშვო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის გახნის სამი წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ამერიკის ელჩმა ბიბლიოთეკა დაათვალიერა. პატარა მკითხველებმა სტუმრებისთვის ინგლისურენოვანი ღონისძიება გამართეს. “შესანიშნავ ქალაქში ვიმყოფები, ამ კუთხის გახნიდან სამი წელი გავიდა, ბავშვები არაჩვეულებრივად ფლობენ იგლისურს. ეს ხელს უწყობს ორ ქვეყანს შორის კულტურული ურთიერთობის გამყარებას. ეს ფუნდამენტი ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მინდა ეს დღე ყველას მივულოცო”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. ამერიკი ელჩი დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გამართულ საღამოსაც დაესწრება.

თეგები: აშშსაქართველოქუთაისი