ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხვალ ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ

8 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 49

ხვალ ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ

ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

მცურავი სანთლები და ტიტები – ხვალ ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედიას გაიხსენებენ და გმირულად დაღუპულებს პატივს მიაგებენ. ღონისძიება ქალაქის ისტორულ უბანში გაიმართება. “მონ პლაზირის“ ტერიტორიაზე განთავსდება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს, რომელიც საგალობლებს შეასრულებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები ძეგლს თაიგულით შეამკობენ. ღონისძიება 10:30 sაათიდან დაიწყება.

1989 წლის აპრილის აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ. მიტინგის დარბევისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან 16 ქალია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოცხადდა.

თეგები: 9 აპრილიტრაგედიაქუთაისი