ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შალვა აბულაძემ დაკავების გაქცევა სცადა(ვიდეო)

10 აპრილი, 2015 • ბექა გერაძე • 43

შალვა აბულაძემ დაკავების გაქცევა სცადა(ვიდეო)

შსს აბულაძის დაკავების ვიდეო კადრებს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მან დაკავების სპეცოპერაციისას გაქცევა სცადა, თუმცა ამჯერად არავინ დაზარალებულა.
როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა.
მათივე განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს.
შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.

თეგები: პატიმრებიშალვა აბულაძეშსს