ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აბაშაში მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

13 აპრილი, 2015 • ნიუპრესს • 26

აბაშაში მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

მანქანაში სულ 6 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორმა მოახერხა გადმოსვლა.

აბაშაში კეთილარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აბაშის გადასასვლელ ხიდთან, ჯაპანის მონაკვეთზე მოხდა. საჭეს ქალბატონი მართვადა. წინასწარი ინფორმაციით, მან ვერ დაიმორჩილა საჭე, რაც ავარიის მიზეზი გახდა. მანქანა ამობრუნდა და წყალშემკრებ არხში გადაიჩეხა. მანქანაში სულ 6 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორმა მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, ხოლო მანქანაში ჩარჩენილი 4 ადამიანი დაიღუპა. ცხედრები გადასვენებულია ქუთაისში ექსპერტიზაზე.

შემთხვევის ადფილზე იმყოფება სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშორმლები, მათ შორის ადგილობრივი გამგეობის წარმომადგელები. დაღუპულებია არიან აბაშის რაიონის მკვიდრნი, ისინი ოჯახებით ნათესავები არიან. ისინი დღეს დილით სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ შეემთხვათ.

წყარო: newposts.ge

თეგები: აბაშაავარიაგზა