ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქრთამის მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს

16 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 27

ქრთამის მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს მოქალაქემ უკანონო დახმარებისთვის 5 ათასი ლარი გადაიხადა.

ქრთამის მიცემის ფაქტზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 1961 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე მუტალი გ.-მ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მსხვილფეხა პირუტყვის უკანონოდ გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარი გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

თეგები: თურქეთისაქართველოშსს