ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ენის დღეს ქუთაისში ლიტერატურული პერფორმანსი მიუძღვნეს

14 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 43

ენის დღეს ქუთაისში ლიტერატურული პერფორმანსი მიუძღვნეს

5 ავტორი და “გზატკეცილის მაწანწალა”

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა. პაპუნა გიორგაძემ, ლია ლიქოკელმა, გივი ავალიანმა, გეგა აბულაძემ და სოფო გულაღაშვილმა პუბლიკას წარმოსახული საკნიდან მიმართეს. ლიტერატურული პერფომანსი მუსიკალურად ჯგუფმა “გზატკეცილის მაწანწალა” გააფორმა. პერფომანსის ორგანიზება ქუთაისელმა პოეტმა პაპუნა გიორგაძემ გაუწია. კრებულში “50 ლექსი, რომელიც უნდა გიყვარდეს” მისი 2 ლექსია შესული. “ენის დღესთან დაკავშირებით მოვაწყვე ლიტერატურული საღამო, როგორც ნახეთ, ხუთმა ავტორმა წაიკითხა თავისი ნაწარმოებები, მათ შორის მეც. კარგი მუსიკალური გაფორმება გვქონდა, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა,”- აღნიშნა პაპუნა გიორგაძემ. პერფომანსი ქუთაისის მერიიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა.

თეგები: მუსიკაპოეზიაქართული ენა