ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად 20. 094 ლარს იხდის

15 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20

ქუთაისის მერია  კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად 20. 094  ლარს იხდის

მერიის მიერ ახალი კომპიუტერების შეძენის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკოსთა ნაწილის და საზოგადეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ქუთაისის მერია სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ტენდერს აცხადებს. სატენდერო წინადადების ღირებულება 20. 094 00 ლარია.

კომპიუტერების შეძენა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყობის განყოფილებისთვის ხდება.

მიმწოდებელი ვალდებულია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მიწოდება განახორციელოს საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 3კალენდარული დღის განმავლობაში, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდებულ კომპიუტერულ ტექნიკას უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი, რისი დამამტკიცებელი შესაბამისი ინგლისურენოვანი ან ქართულ ენაზე ოფიციალური ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დაერთოს ,,მიმწოდებლის“ სატენდერო წინადადებას.

შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ ახალი კომპიუტერების შეძენის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკოსთა ნაწილის და საზოგადეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

თეგები: კომპიუტერიმერიაქუთაისი