ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

22 წლის ახალგაზრდას ყელი გამოჭრეს

16 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 24

22 წლის ახალგაზრდას ყელი გამოჭრეს

შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მოხდა.

22 წლის ახალგაზრდას ყელი გამოჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე 18-მდე ჭრილობა აღენიშნება. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1994 წელს დაბადებულ ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს

თეგები: ლაგოდეხიმკვლელობაშსს