ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ტენდერში გამარჯვებულმა თანხა აიღო და “გაქრა” – რა ელოდება შემსრულებელს?

13 იანვარი, 2014 • დეა მანაგაძე • 18

ქუთაისში ტენდერში გამარჯვებულმა თანხა აიღო და “გაქრა” –  რა ელოდება შემსრულებელს?

მოუწესრიგელად დარჩენილ კორპუსებში ეზოების მოპირკეთებისთვის ტენდერი, სავარაუდოდ, თავიდან გამოაცხადდება.

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ.#17 კორპუსის მაცხოვრებლები მათ მიერ გადახდილი 6000 ლარის სანაცვლოდ ეზოს კეთილმოწყობას გასული წლის ზაფხულიდან ითხოვენ. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ შემსრულებელს, რომელსაც, სამუშაოების ფარგლებში მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის გარდა, ფინანსები მერიამაც გამოუყო, ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.

“ისეთი მდგომარეობაა, რომ დაგვჭირდეს, სასწრაფოც ვეღარ შემოდის ეზოში, გუშინწინ ხელით გავიყვანეთ ავადმყოფი,” – აცხადებენ გამსახურდიას ქუჩის #17 კორპუსის მაცხოვრებლები.

ქუთაისის მერია მოუწესრიგელად დარჩენილ კორპუსებში ეზოს მოპირკეთებისათვის ტენდერს, სავარაუდოდ, თავიდან გამოაცხადებს.

Newpress.ge ინდ.მეწარმე გრიგოლ ჩოგოვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მიღებული დაპირების მიუხედავად, მან მოგვიანებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თეგები: ეზოს მოწყობის ტენდერივიდეო სიუჟეტიინდმეწარმე გრიგოლ ჩოგოვაძექუთაისის მერია