ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს წარმომადგენლებმა ხონში შეჭირვებული ოჯახი მოინახულეს

19 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 29

შსს-ს წარმომადგენლებმა ხონში შეჭირვებული ოჯახი მოინახულეს

მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. “ვიმყოფებოდით ხონში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მუშკუდიანების ოჯახი მოვინახულეთ. დახმარების სახლით გადავეცით სხვადასხვა სახის პროდუქტი”, -განაცხადა მთავარი სამმართველოს უფროსმა ხვიჩა ჩიხლაძემ. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას კვლავ გეგმავს.

თეგები: სახმარებაშსსხონი