ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თეიმურაზ აფხაზავას ქუთაისში 60 წლის იუბილე მიულოცეს

21 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

თეიმურაზ აფხაზავას ქუთაისში 60 წლის იუბილე მიულოცეს

იუბილარ სპორტსმენს ქალაქის მერიაში უმასპინძლეს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილარ სპორტსმენს ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა და მისმა მეგობრებმა მერიაში უმასპინძლეს. შოთა მურღულიამ და გივი ჭიჭინაძემ დამსახურებულ სპორტსმენს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრა ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გაგრძელდა, სადაც თეიმურაზ აფხაზავას ვარსკვლავის პატივგება მოხდა. ქუთაისის სპორტის მუზეუმში კი ჩემპიონისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებებისთვის მერიამ 2500 ლარი გამოყო.

თეგები: თეიმურაზ აფხაზავაიუბილექუთაისის მერია