ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნიკა რაჭველი ორმაისობაზე აღარ ჩამოვა

22 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 27

ნიკა რაჭველი ორმაისობაზე  აღარ ჩამოვა

მესხიშვილის თეატრში დაგეგმილ კონცერტში ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას.

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე ნიკა რაჭველი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი ქუთაისში აღარ ჩამოვლენ. მესხიშვილის თეატრში დაგეგმილ კონცერტში ადგილობრივ შემსრულებლებს დააკავებენ. ამის შესახებ “ნიუპრესს” მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა განუცხადა. „ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ისიც, რომ რაჭველი და მისი მეგობრები საიუბილეო კონცერტისთვის ემზადებიან, მესხიშვლის თეატრში გასამართ კონცერტში ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი დაკავდება“,-განაცხდა ვაჟა ჟუღელმა.

თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ორმაისობის კონცერტში, დეტალები ამ დროისათვის ზუსტდება.

თეგები: კონცერტინიკა რაჭველიქუთაისი