ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„როგორ ვუშველოთ დედამიწას?!“–მოსწავლეებმა ნამუშევრები წარმოადგინეს

24 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

„როგორ ვუშველოთ დედამიწას?!“–მოსწავლეებმა  ნამუშევრები წარმოადგინეს

4-დან 24 აპრილის ჩათვლით ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების დღეები აღინიშნება.

„როგორ ვუშველოთ დედამიწას?!“ –ამ სახელწოდებით დღეს ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლოს მესამეკლასელებმა კონფერენცია გამართეს. ბავშვებმა დედამიწაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის ამსახველი ნახატები გამოფინეს.

როგორც კლასის პედაგოგმა, შორენა გიორგაძემ აღნიშნა, 4-დან 24 აპრილის ჩათვლით ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების დღეები აღინიშნება, რასაც მისი მოსწავლეები სხვადასხვა აქციით გამოეხმაურენ. მოეწყო რამდენიმე გამოფენა, დარგეს ხეები, დღეს კი კონფერენცია გაიმართა.

თეგები: ბავშვებიდედამიწაქუთაისი