ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის 300 ათას ლარს იხდის

27 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 21

ქუთაისის მერია სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის 300 ათას ლარს იხდის

მიმწოდებელმა ,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვა უნდა უზრუნველყოს.

,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის ქუთაისის მერია ერთეტაპიან ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 300. 000. 00 ლარს შეადგენს.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები (60 ობიექტი). სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 4 მუშა ჯგუფით ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები არანაკლებ 4 ობიექტზე.

შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს სამუშაოების შემოწმება, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებით. ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს სამუშაოს შესრულების მოცულობას, ხარისხს და ვადებს.

თეგები: სახლიტენდერიქუთაისი