სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეში ორი ბოთლი ლუდი, მეხსიერების დაქვეითებას აჩქარებს

20 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 17

დღეში ორი ბოთლი ლუდი, მეხსიერების დაქვეითებას აჩქარებს

მეცნიერები 5000 მამაკაცს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ

ტვინის ცერებრული ქერქი აკონტროლებს ფიქრებისა და ენის ურთიერთქმედებას. ცერებრულ ქერქში ალკოჰოლის შეღწევისას ადამიანი მოდუნებული ხდება, თუმცა ტვინი თავისუფლდება ყოველგვარი უარყოფითი განცდისაგან. ლუდი ხელს უწყობს ადამიანის კრეატიულობას. თუმცა ლუდის გადაჭარბებული რაოდენობა მეხსიერებას აქვეითებს.

მამაკაცებს 40 წლის ზევით, რომლებიც სვამენ ორ და მეტ ბოთლ ლუდს დღეში, მეხსიერების დაქვეითება ემუქრებათ. ბრიტანელი მეცნიერები 5000 მამაკაცს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად აღმოაჩინეს, რომ ლუდის გადაჭარბებული სიყვარული იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების ნაადრევ დაქვეითებას.

კვლევის ავტორი დოქტორი სევერინ საბია, აცხადებს -” ჩვენი კვლევა ჩატარდა შუახნის მამაკაცებზე და დადგინდა რომ, ალკოჰოლიზმი იწვევს შემეცნებითი ფუნქციის სწრაფ გაუარესებას მამაკაცებში“

მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით

წყარო: info9.ge

თეგები: ლუდიმეცნიერებამეხსიერებასაზოგადოება