ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

340 060 ლარი ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად

30 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

340 060 ლარი ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად

გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ტენდერი ცხადდება. მერია აღნიშნული სამუშაოებისთვის 340. 060 ლარის დახარჯვას აპირებს. წინადადებების მიღება 6 მაისს სრულდება. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

ხელშეკრულებიდან საგარანტო ვადა ორი წელია, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

თეგები: მერიატენდერიქუთაისი