ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მარინა დახუნდარიძე:”ველოდო, როდის დაასრულებს მურღულია ქუთაისის გატყავებას?”

4 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 20

მარინა დახუნდარიძე:”ველოდო, როდის დაასრულებს მურღულია ქუთაისის გატყავებას?”

მერიის შენობასთან მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე მერიის შენობასთან იმყოფება. მან საპატრულო პოლიცია კიდევ ერთხელ გამოიძახა. დახუნდარიძე მერთან შეხვედრას მოითხოვს, იგი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. “შოთა მურღულიამ საქართველო შემაზიზღა, ორჯერ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. გასაუბრება მინდოდა. პარასკევს მივედი უარი მითხრეს ჩაწერაზე, ორშაბათს მოდიო. დღეს მოვედი და დაკეტილი დამხვდა. მე ახლა ველოდო, როდის დაასრულებს მურღულია ქუთაისის გატყავებას? “, – განაცხადა მარინა დახუნდარიძემ. როგორც საპატრულო პოლიციამ მას განუმარტა, მერთან შეხვედრის მსურველთა სიები ამ ეტაპზე შევსებულია.

თეგები: მარინა დახუნდარიძექუთაისიქუთაისის მერია