18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ქუთაისის ისტორიული მუზეუმიც ეხმიანება. მუზეუმის დღესთან დაკაშირებით საგამოფენო ღონისძიებაზე კვებითი მომსახურებისთვის მერია 740. 00 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებაზე მისული სტუმრების კვებითი მომსახურება 2015 წლის 18 მაისს. ასევე მიმწოდებელმა კვებით მომსახურებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვა უნდა უზრუნველყოს, საორგანიზაციო საკითხი შეათანხმოს შემსყიდველთან და გადასცეს ხარისხიანი პროდუქტი. წინადადებების მიღება 8 მაისს სრულდება.
740 ლარი მუზეუმის დღის აღსანიშნავად
6 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25
მუზეუმის დღე 18 მაისს აღინიშნება.
თეგები: მერია • მუზეუმი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები