ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გორში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

7 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 28

გორში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შსს-მ გამოძიების შედეგად 1980 წელს დაბადებული გელა ვ. დააკავა.

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მომხდარი მკვლელობა გახნილია. შსს-მ 1980 წელს დაბადებული გელა ვ. დააკავა. როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მის ძმას გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდნარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: გორიმკვლელობაშსს