ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს სისტემის გაყოფა იგეგმება

7 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 27

შსს-ს სისტემის გაყოფა იგეგმება

ცვლილების შესახებ ქუთაისში საკომიტეტეო მოსმენაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

შს მინიტრმა ვახტანგ გომელაურმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხდა, რომ შსს-ს სისტემის გაყოფა იგეგმება. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ცალკე ამოცანები და სტრუქტურა ექნება.

ცვლილების თანახმად, პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს” სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სპეციფიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება. აღნიშნული ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფარგლებში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რაც დადებითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თეგები: ვახტანგ გომელაურისაკომიტეტო მოსმენაშსს