ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 85 552 ლარის შუქნიშნები დამონტაჟდება

9 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 19

ქუთაისში 85 552 ლარის შუქნიშნები დამონტაჟდება

წინადადებების მიღება 28 მაისს სარულდება.

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ფოლკლორის სასახლესთან, აღმაშენებლის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის გადაკვეთაზე, წერეთლისა და მანდარიას ქუჩების გადაკვეთაზე და ირ. აბაშიძის გამზირისა და შარტავას ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშნის მოწყობის სამუშაოებისთვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 85 552. 00 ლარის ღირებულების ტენდერს მერია აცხადებს.

ხელშეკრულების პირობებით, მიმწოდებელი ვალდებულია ზემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში შესარულოს, ასევე ვალდეულია ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების ყოველკვირეული გეგმა-გრაფიკი. წინადადებების მიღება 28 მაისს სრულდება.

თეგები: მერიაქუთაისიშუქნიშანი