შაბათი, 8 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოციგურავე პუტინი – The New Yorker-მა რუსეთის პრეზიდენტს დასცინა

28 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 11

მოციგურავე პუტინი – The New Yorker-მა რუსეთის პრეზიდენტს დასცინა

პუტინი ფიგურისტის როლშია გამოსახული, რომელიც ნომერს ასრულებს.

სოჭის მოახლოებული ოლიმპიადის წინ ამერიკული ჟურნალის, The New Yorker-ის ახალი ნომრის გარეკანზე განთავსებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კარიკატურა.
პუტინი ფიგურისტის როლშია გამოსახული, რომელიც ნომერს ასრულებს. ყველა მსაჯიც, რომელიც გამოსვლას აფასებს, რუსეთის პრეზიდენტი გახლავთ.
ჟურნალი 3 თებერვალს გამოვა გაყიდვაში.
ვლადიმირ პუტინი ადრეც გამხდარა უცხოურ პრესაში კარიკატურების გმირი. გასული წლის აგვისტოში ბრაზილიური ჟურნალის, Piaui-ს ყდაზე პუტინი კოცნიდა დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს, რომელმაც რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო.
წყარო: ambebi.ge

თეგები: კარიკატურაპოლიტიკაპუტინირუსეთი