ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანტისანიტარია ქუთაისის ცენტრში (ვიდეო)

12 მაისი, 2015 • ანა ჯიქია, ბექა გერაძე • 27

ანტისანიტარია ქუთაისის ცენტრში (ვიდეო)

ადგილობრივები ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ანტისანიტარულ მდგომარეობას აპოტესტებენ.

ფალიაშვილის ქუჩაზე იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობა ადგილობრივებს აწუხებთ. ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის მიმდებარედ სწრაფი კვების ობიექტებია განთავსებული. იქ დასაქმებული ადამიანების თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ობიექტების მეპატრონეების თქმით, ადგილზე შექმნილი ანტისანიტარა აუტანელი განსაკუთრებით ზაფხულში ხდება. მათი თქმით, აქ ადრე სკვერი იყო, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრის აშენება გადაწყვიტეს. თუ ვის განკარგულებაშია აღნიშნული ტერიტორია და რატომ არ ხდება მისი დასუფთავება, საკითხთან დაკავშირებით “ნიუპრესი” მოკვლევას ატარებს, რის შედეგებსაც მოგვიანებით მოგაწვდით.

თეგები: ანტისანიტარიაფალიაშვილის ქუჩაქუთაისის მერია