ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანძარს ქუთაისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 55

ხანძარს ქუთაისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ქუთაისში. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბუხაიძის 13 ნომერში, 9 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, სავარაუდოდ, ცეცხლი სანთლიდან გაჩნდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და შესაძლებელია, ცეცხლის გაჩენა ანთებულმა სანთელმა გამოიწვია.

შემთხვევის დროს ბინაში ბაბუა და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს კი ექიმების თქმით, საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

თეგები: მსხვერპლიქუთაისიხანძარი