ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაღუპული ბიჭის ნათესავები სახანძრო სამსახურს ადანაშაულებენ

13 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 53

დაღუპული ბიჭის ნათესავები სახანძრო სამსახურს ადანაშაულებენ

ქუთაისში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ქუთაისში ბუხაიძის #13 -ში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის ზურაბ გ-ს სიცოცხლე ემსხვერპლა. ნათესავები ბიჭის დაღუპვას სახანძრო სამსახურის გაუმართავ მუშაობას უკავშირებენ .

“სახანძრო დროულად არ მოვიდა. როდესაც მოვიდნენ, წყალი არ ჰქონდათ, მეორედ მოვიდნენ, კიბე არ ჰქონდათ, მესამედ – ქუდი არ ჰქონდათ, დროზე რომ მოეხერხებინათ ცეცხლის ჩაქრობა” , – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა ლელა გ-მ.

როგორც ოჯახის ნათესავები აცხადებენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაღალი ძაბვა იყო.

“ელექტრო ენერგია მთელი დღის განმავლობაში არ გვქონდა. გვიან ღამით მაღალი ძაბვით მოვიდა, რამაც გამოიწვია ცეცხლის გაჩენა”,- განაცხადა ლელა გ-მ.

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნულ ბრალდების პასუხად აცხადებენ, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა.

“შეტყობინება შემოსულია 00:46 სთ-ზე 00:48 გავიდა სახანძრო სამაშველო ჯგუფები 00: 55 წუთზე ადგილზე მუშაობდნენ. მუშაობდა 9 ერთეული ტექნიკა. სახლიდან გამოიყვანეს კარლო გამეზარდაშვილი, რომელიც სტაციონარში გადაიყვანეს, რაც შეეხება ახალგაზრდას, ის ჩვენ შენობიდან ცოცხალი გამოვიყვანეთ”, აღნიშნა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა სოფო კობაიძემ.

თეგები: მსხვერპლიქუთაისიხანძარი