ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დახურული” აღლუმი ქუთაისში

14 მაისი, 2015 • ნიუპრესი • 21

“დახურული” აღლუმი ქუთაისში

აღლუმის შესახებ საზოგადეობისა და ადგილობრივი მედიისთვის ცნობილი არ იყო.

დღეს ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმი ჩატარდა. მე–3 ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს, რომელმაც ბრიგადა ჩაიბარა. მას ასევე საბრძოლო დროშა გადაეცა.

დროშის გადაბარების ცერემონიალი III ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა. აღლუმს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე,იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

ღონისძიებას თავდაცვის ახალი მინისტრი თინა ხიდაშელი არ დასწრებია.

აღლუმის შესახებ საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო.

თეგები: აღლუმითავდაცვაქუთაისი