ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქვეყნის ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

14 მაისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 17

ქვეყნის ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

მდინარე “ალაზნის” ადიდებამ გადამცემი ხაზის “ბახტრიონი” ანძის წაქცევა გამოიწვია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
გამთენიისას, 03:00 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე “ალაზნის” ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადამცემი ხაზის “ბახტრიონი” ანძის წაქცევა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ახმეტის რაიონის სოფლების: ქისტაურისა და ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს შეუწყდა.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, სამუშაო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა უწყვეტად მუშაობს დაზიანების ლიკვიდაციისთვის. სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფლების: ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს, ხოლო სოფელ ქისტაურის მომხმარებლებს ელექტროენერგია ხვალ მიეწოდებათ. ელექტროსისტემა ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ანძის უმოკლეს ვადაში აღსადგენად და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მისაწოდებლად”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ავარიაალაზანიენერგოსისტემა