ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თამარობა”ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე აღნიშნეს

14 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 24

“თამარობა”ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე აღნიშნეს

თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ძეგლები გვირგვინებით შეამკეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა მოქალაქეებთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე “თამარობა” აღნიშნეს. გამოფენა იაკობ ნიკოლაძის სკვერში მოეწყო. ქუთაისელმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. თამარობასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა სხვებთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე იაკობ ნიკოლაძის და მერაბ კოსტავას ძეგლები ყვავილებით შეამკო.

„სიმბოლურად გამოვედით თამარ მეფის ქუჩაზე მოსახლეობასთან ერთად და გავხსენით რეაბილიტირებული ქუჩა. შევამკეთ ამ ქუჩაზე მდებარე ცნობილი ადამიანების ძეგლები. თამარობის დღესასწაული მინდა მივულოცო მთელ საქართველოს და ყველა ქალბატონს“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.

თეგები: თამარობაქუთაისიქუთაისის მერია