ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისათვის 7 400 000 ლარი დაიხარჯება

15 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისათვის 7 400 000 ლარი დაიხარჯება

აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

ნიკეას ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა ი 400 ათასი ლარით გაიზარდა. “ნიკეას ქუჩასთან დაკავშირებით დიდი პროექტი იწყება. გრანტი გაიზარდა 400 ათასი ლარით. საკმაოდ კარგი პროექტია, რომელიც ქალაქს ნამდვილად გამოადგება”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელმა.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის აქამდე 7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილებოდა.

თეგები: ნიკეასაკრებულოქუთაისი