ქუთაისის მერია სამსახურებისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად 17 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელმა აღნიშნულ თანხაში 24 ცალი პლანშეტი უნდა შეიძინოს. ამავდროულად, ვალდებულია უზრუნველყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) მოწოდება საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდებულ პლანშეტურ კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი, რისი დამამტკიცებელი შესაბამისი ინგლისურენოვანი, ან ქართულ ენაზე ოფიციალური ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დაერთოს ,,მიმწოდებლის“ სატენდერო წინადადებას.
ვისთვის ყიდულობს ქუთაისის მერია 17 000 ლარის პლანშეტებს?
17 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20
მიმწოდებელმა 24 პლანშეტი უნდა შეიძინოს.
თეგები: მერია • პლანშეტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები