ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისის ურბანული გეგმის შედგენაში ამერიკელები დაგვეხმარებიან”

19 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23

“ქუთაისის ურბანული გეგმის შედგენაში ამერიკელები  დაგვეხმარებიან”

შოთა მურღულიას განცხადებით, უახლოეს დღეებში მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

“ქუთაისის ურბანული გეგმის შედგენაში აშშ დაგვეხმარება”,- ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც აშშ ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა. ქუთაისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმება იგეგმება: “ქალაქის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ადრე ამერიკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ქუთაისი არ ღებულობდა მონაწილეობას. ისინი ქალაქის განვითრებაში დაგვეხმარებიან. ესაა ურბანული განვითარების გეგმის შედგენა, ესაა კადრების გადამზადება და ა.შ.”, – განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ორციელდება.

თეგები: აშშრიჩრდ ნორლანდიქუთაისის მერია