ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მე-17 სკოლის ღონისძიებას ამერიკის ელჩი დაესწრო

20 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

ქუთაისის მე-17 სკოლის ღონისძიებას ამერიკის ელჩი დაესწრო

სკოლა 117 წლის გახდა.

ქუთაისის მე–17 საჯარო სკოლამ დაარსებიდან 117 წლის იუბილე იზეიმა. თავდაპირველად სკოლაში იტორიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა, სადაც ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოფენა სკოლის დაარსებისა და სხვადასხვა თაობის წარმატებული მოსწავლეების მიღწევებს ასახავდა.

სკოლა 1898 წელს მარიამ ყაუხჩიშვილის მიერ დაარსდა. სწორედ სკოლის დაარსების ისტორიაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სკოლის მოსწავლეებმა მესხიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე.

ეს იყო პოეზიის, ცეკვისა და სიმღერის ერთობლიობა. პატარა მონაწილეებმა ქართულ და უცხოურ ენებზე სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სკოლის წარმატებებზე ისაუბრეს. სკოლის დირექტორმა, ირინე ჯგერენაიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. კონცერტის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მხარის წარმომადგენლები. „მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანს შორის კულტურული ურთიერთობის გამყარებას უწყობს ხელს. ეს ფუნდამენტი ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მინდა ეს დღე ყველას მივულოცო”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. დღის განმავლობაში ელჩი რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო.

თეგები: ამერიკის ელჩისკოლაქუთაისი