ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„საზღვრებთან მოლოდინში“-დევნილი მოზარდების რეალობა თეატრის სცენაზე

20 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

„საზღვრებთან მოლოდინში“-დევნილი მოზარდების რეალობა თეატრის სცენაზე

ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერა გაიმართება.

24 მაისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ბენო ვურჰემის სპექტაკლი- „საზღვრებთან მოლოდინში“ გაიმართება.

სპექტაკლი ცეკვის, თეატრისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით წეროვანისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოზარდების ყოფას, მათ სიზმრებს, ოცნებებსა და მტკივნეულ მოგონებებს გვიხატავს. ამ პერფორმანსის მთავარი გმირი, სირიიდან დევნილი მხატვარი – აბდალა ომარია, რომელიც თავისი მონაწილეობით, ცეკვასა და მხატვრობას ჩვენს თვალწინ აკავშირებს!
სპექტაკლი საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

თეგები: ოპერაპრემიერაქუთაისი