ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ღატაკი ოჯახების” პროგრამისათვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი

20 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 27

“ღატაკი ოჯახების” პროგრამისათვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი

ამ თანხით ღატაკ ოჯახებს სახლებს გადაუხურავენ.

“ღატაკი ოჯახების” პროგრამისათვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი. თანხა 60 ობიექტზე დაიხარჯება, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა განაცხადა. პროგრამა გასულ წელს საპილოტე რეჯიმში დაიწყო. “აღნიშნულ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად აფინანსებს. კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ზოგან სახურავი ისეა დაზიანებული, შეხებაც არ შეიძლება. შეიძლება ამ თანხით რომელიმე კორპუსში მეტი შედეგი მიგვეღო, მაგრამ ეს ამ ადამინებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. იმედი მაქვს, ეს პროგრამა წელსაც კარგად იმუშავებს,” – აღნიშნა შოთა მურღულიამ . გასულ წელს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 150 ათას ლარს შეადგენდა.

თეგები: ქუთაისიქუთაისის მერიაღატაკი ოჯახები